ჩოგბურთი

13:13 | 26.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ალექსანდრე მეტრეველი მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ისევ ალექსანდრე მეტრეველი უხელმძღვანელებს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე დელეგატებმა პრეზიდენტის პოსტზე მეტრეველის მეორე ვადით არჩევას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე მეტრეველი საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას 2012 წლიდან უდგას სათავეში. მან ოთხი წლის წინ პრეზიდენტის პოსტზე ლეილა მესხი შეცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116382