თამაშგარე

14:16 | 25.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაცდური წინადადება კრიშტიანუსა და ირინასათვის

მუხთალი რამაა ბიზნესი და ფულის შოვნის იმედი. როდესაც ადამიანი ბიზნესის საქმეებშია ჩაფლული, მას არ უნდა გაუკვირდეს მტარვალი სიურპრიზები. მაგალითად, გარიგება ისეთ ადამიანთან, რომელთანაც ჩვეულებრივი ურთიერთობებისგანაც კი თავი აგირიდებიათ. მოკლედ, ბიზნესი ბიზნესია!

ცოტა ხნის წინ, მადრიდის ერთ-ერთმა ფეშენებელურმა და საუკეთესო რესტორანმა, რომელსაც ბერძენი მილიარდელის, ონასისის ოჯახი ფლობს, სარეკლამო სახედ ერთობლივად კრიშტიანუ რონალდუ და მისი ძველი გულისსწორი, მოდელი ირინა შეიკი შეარჩია. რესტორნის მფლობელები დიდ ფულს იხდიან მხოლოდ იმაში, რომ აწუკვე დაშორებულმა წყვილმა მათ რესტორნში ერთად ივახშმოს და ფოტოსესიაში მიიღოს მონაწილეობა.

კრიშტიანუ რონალდუს უკვე თანხმობა უთქვამს ამ მაცდურ და ძვირადღირებულ წინადადებაზე. ირინა შეიკი კი ჯერ ფიქრობს. ისე კაცმა რომ თქვას, ექსწყვილი სულ რომ ძაღლი-კატასავით იყვნენ ერთმანეთთან, დიდი ფულის სანაცვლოდ ორსაათიანი რესტორანში ერთად ჯდომა წესით მაინც უნდა მოახერხონ. თან რესტორანიცაა და რესტორანიც...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135785