ფეხბურთი

15:05 | 23.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

თასის პირველი ეტაპი 23-24 აგვისტოს გაიმართება

23-24 აგვისტოს საქართველოს დავით ყიფიანის თასის პირველი ეტაპი გაიმართება. ამ ეტაპზე მონაწილეობას პირველი ლიგის 14 და უმაღლესი ლიგის 10 გუნდი მიიღებს. 12 გამარჯვებული მერვედფინალის საგზურს მოიპოვებს, სადაც მათ ის 4 კლუბი დაემატება, რომლებიც საქართველოს ევროტურნირებზე წარმოადგენდნენ.

23 აგვისტოს პირველი ეტაპის 9 შეხვედრა გაიმართება და ყველა მათგანი 16:30 საათზე დაიწყება:

სამგურალი - ტორპედო
იმერეთი - სიონი
მერანი - დინამო ბთ
ჩხერიმელა - საბურთალო
ლიახვი - შუქურა
გაგრა - გურია
ჭიათურა - კოლხეთი ფ
ვიტ-ჯორჯია - ლოკომოტივი
სულორი - ზუგიდი

24 აგვისტოს დარჩენილი 3 მატჩი ჩატარდება და ისინიც 16:30 საათზე დაიწყება:

ბორჯომი - საპოვნელა
ოდიში 1919 - გარდაბანი
კოლხეთი ხ - ცხინვალი

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111808