სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჭიდაობა

1:05 | 22.08.2016 | ნანახია 6355 - ჯერ

ლერი ხაბელოვი: "ოდიკაძე ამერიკელთან მოსაგებად მზად არ იყო”

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი გადამწყვეტ შეხვედრაში დაკარგა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა რეპეშაჟის ფინალში რუმინეთის ნაკრების წევრ ალბერტ სარიტოვთან 0:10 წააგო და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.

ფინალური ბლოკის შეხვედრებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვიც დაესწრო. დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, მან worldsport.ge- შეკითხვებს უპასუხა.

- წინასწარი ეტაპების შეხვედრების შემდეგ, ალბათ ოდიკაძისგან მინიმუმ ბრინჯაოს მედალს ელოდით...

- ვფიქრობდი, რომ თუ კენჭისყრისას გაუმართლებდა, მედლის აღებასაც შეძლებდა, მაგრამ თქვენც ნახეთ, რომ ნახევარფინალში უძლიერეს ამერიკელს დაუპირისპირდა, რომელთანაც წარმატების შანსი არ ჰქონდა. თავიდან თითქოს კარგად წაიყვანა შეხვედრა, მაგრამ საბოლოოდ მოხდა ის, რაც ლოგიკურად უნდა მომხდარიყო.

- 4:0 მოგებული პირველი მაინც რა იყო წარუმატებლობის მიზეზი?

- ფუნქციონალურად არ იყო მზად. ფიზიკურად და მორალურად უმაღლეს დონეზე მომზადებულ ამერიკელს ექვსი წუთი ღირსეულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, რაც გამოჩნდა კიდეც. როდესაც 4 ქულით იგებდა, მაშინვე ვუთხარი ჩემს გვერდით მყოფებს, რომ თუ ანგარიშს სწრაფადვე არ გაზრდიდა, უპირატესობას შეხვედრის ბოლომდე ვერ შეინარჩუნებდა.

- ფსიქოლოგიურადაც ხომ არ გაუჭირდა?

- რა თქმა უნდა. ეს ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაშიც გამოჩნდა. სამწუხაროდ, გადამწყვეტ მომენტში ვერაფერი გააკეთა.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge- სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:36 | 23.08.2016
Despe (2698)

დებილი უცხოელი მედლის ხალხი მაინც რატომ თანხმდება აზერბაიჯანის სახელით გამოსვლაზე, ეგეც საქართველო ხო არ არის იბიომატ, ასეთს რას უხდიან?!...

11:51 | 25.08.2016
federer (17) (11836)

ფული ბევრ ნიშნავდს დღევანდელ სპორტშიი

00:23 | 23.08.2016
mst (1578)

ადმინ ჩემი კომენტარი სად გაქრა?ამდენ ხანს იდო და ეხლა აღარაა,ხაბელოვს მივმართე,გვითხრას როგორ გააპროტესტეს მან და ხეჩიკამ სამხრეთ ოსეთის დროშის ფრიალი?თუ ფეხებზე დაიკიდეთ?

18:34 | 22.08.2016
baxt (1083)

ხომ არ იცით ვინაა ჩვენი მოჭიდავეთა ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი? ან ყავთ ეგეთი საერთოდ?

11:53 | 25.08.2016
federer (17) (11836)

ეგ რომ გვყოლოდა ოდიკაძე ფინალში იქნებოდა და კიდევ შეიძლებოდა 2-3 ფინალისტის ყოლა ორივე ჭიდაობის ჯამში

17:40 | 22.08.2016
ukleba (17223)

მოდი შევაფასოთ ბიჭების გამოსვლა: 1) ნათლად დადგა ფსიქოლოგის საჭიროება. ყველა ამაზე საუბრბს, სპეციალისტი თუ გულშემატკკივარი და დროა ეს ყველაფერი უკვე ატიურად დაიწყოს.
2) გამოჩნდა რომ გვჭირდება ფიზმომზადების პროგრამა. ახალი პროგრამა და ეს ცხადია.
3) გამოჩნდა რომ რამდენიმე ადგილას სასწრაფოდაა შესაცვლელი სამწვრთნელო შტაბი. (ძიუდოში 1000000%).
4) საჭიროა უფრო მეტი ჩართულობა სპორცმენებსა და გულშემატკივარს შორის.
5) აუცილებელია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ყველა ნაკრებში. იგულისხმება როგორც კრიოთერაპია, ასევე ახალი ტქნოლოგიები, სადაც მოხდება მეტოქეების ტექნიკურ-ტაქტიკური მხარების შესწავლა, ასევე ჩვენი სპორცმენების ტექნიკურ -ტაქტიკური სისუსტეები და აუცილებელია მათზე მუშაობა.
ეს მოკლედ. მერე უფრო ფარტოდ შევაფასებთ ყველაფერს.

11:51 | 25.08.2016
federer (17) (11836)

ძიუდოში ის მოხდა მეგობარო რისიც ყველას გვეშინოდა და რაზეც ძალიან ბევრჯერ დაგვიწერია, არ გვყავს ძლიერი სამწვრთნელო შტაბი არ გვყავს ფსიქოლოგები ნაკრებში და ფიზმომზადებაშიც მოვიკოჭლებთ მაგრამ ძიუდოში ალბათ ყველაზე ნაკლებად. იმ ნაკრებითით რითიც ჩვენ ვიყავით წასული 1 ოქრო მინიმუმ უნდა აგვეღო და 3 სხვა სინჯის მედალი 2 ოქრო კი უფრო სამართლიანიც იქნებოდა.
რაც შეეხება ბერძნულ რომაულს აქ დიდი იმედები არ მქონდა დათუნაშვილს გარდა და რაც მოახერხეს ეგეც არ იყო ცუდი, მაგრამ აქაც უკეთესი იქნებოდა პატარიძის წაყვანა მძიმე წონაში და შეიძლებოდა მედალიც აგვეღო. ქაჯაია ძალიან პასიური მოჭიდავეა და ასეთ სტილს შედეგი იშვიათად მოაქვს.
თავისუფალ ჭიდაობაში კი ავიღეთ ოქრო მაგრამ მეტიც შეიძლებოდა, გენოს მინიმუმ ფინალი უნდა ეჭიდავა და აკგულთან მოიგებდა თუ წააგებდა არავინ იცის, მაგრამ გენოს წაგება არ იყო მისი მოუმზადებლობის ან ცუდი ფიზმომზადების ბრალი უნრალოდ მოეშვა რაღაც წამით და ძვირად დაუჯდა, მაგრამ გამოსწორებადია ეგ ყველაფერი. აი ოდიკაძის საოცარ ფიზმომზადებაზე ლაპარაკი ზედმეტია და კიდევ იყვნენ 2-3 კაცი რომლების ფიზმომზადებაც ბევრით არ ჯობდა ოდიკაძისას

14:05 | 23.08.2016
mindia (2249)

უნდა გაიზარდოს ბიუჯეტი სპორტის სახეობების და უფრო კარგად უნდა გაკონტროლდეს ამ ფულის ხარჯვა.

18:07 | 22.08.2016
BEERTRANCE (94367)

თუ შეიბერტყეს ყური საერთოდ. ბოლო-ბოლო რაგბის ნაკრებს შეხედონ, რაც შენ ჩამოთვალე მაქეთკენ მიდიან და შედეგიც იდება ნელნელა.

13:48 | 22.08.2016
ალექსანდრე (4160)

ძალიან კარგად იყო ფსიქოლოგიურად მომზადებული ოდიკაძე. ისე ნახევარფინალს ვერ მიაღწევდა. ფუნქციონალურად , ფიზიკური ძალღონით და გამძლეობით იყო მოუმზადებელი. ამას თუ არ აღიარებენ (არ აღიარებენ იმიტომ რომ ერთმნიშვნელოვნად მოსახსნელები არიან), არც მომავალში გვეშველება, იმიტომ რომ გამოსწორებაც არ დაიწყება.

13:37 | 22.08.2016
ალექსანდრე (4160)

ვინც იტყვის რომ აზერებს ვჯობივართ სპორტში, მაშინ როდესაც თითქმის 3-ჯერ მეტი მედალი აიღეს ჩვენთან შედარებით უბრალოდ არაობიექტურია. 1 ოქროს გაზაფხული ვერ მოყავს.

15:58 | 22.08.2016
mindia (2249)

აზერბაიჯანელებს აქვთ მედლები ჩამოყვანილი სპორტსმენებით, მასე ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია.

17:25 | 22.08.2016
ალექსანდრე (4160)

ვისაც ფული აქვთ იმათ შეუძლიათ. ჩვენ არა.

13:33 | 22.08.2016
ალექსანდრე (4160)

სპორტსმენს როცა დაღლილობას ატყობ ე. ი. მოუმზადებელია შეჯიბრისთვის და ცალსახად მოსახსნელები არიან მწვრთნელები.

12:16 | 22.08.2016
კორბენიკ დალასიანი (8177)

ელიზბარას ტატუ მინдა дავიხატო მთელ ზურგზე, მოწინააღმдეგის ფეხით ხელში...
რას იტყვით ხალხო, მგონი ორიგინალური იქნება DDDD

12:51 | 22.08.2016
BEERTRANCE (94367)

წაქცევის (თუ დავარდნის) მომენტი არ გამოგრჩეს DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

და გელაშვილი რო ბურთს ურტყამს ამის ადგილიც დაიტოვე DDDDDDDDDDDDD

13:01 | 22.08.2016
კორბენიკ დალასიანი (8177)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

13:13 | 22.08.2016
BEERTRANCE (94367)

რამდენს იტევ მოკლედ რა, რა სულგრძელი ხარ ჩვენი "გამონსაკუთრებული" სპორტსმენების მიმართ DDDDDDDDDDDDDDDDDDD

10:40 | 22.08.2016
BEERTRANCE (94367)

მერე ვისი პასუხისმგებლობაა მათი მომზადება. ჩუკენობით რო ხართ დაკავებული.

10:39 | 22.08.2016
skorpiona (661)

სანამ სადმე ცავლენ გაიზახიან იდეალურად მოემზადნენო..კველანაირი პირობები იკოვო.....იასპარეზებენ ვერ დადებენ ჰედეგებს და საატანდოდო მზად აარ იკოვო...ან ტქვენ ცერტ რაცმოგადგებატ ან ესენი ლააპარაკობენ რაგაც სსლეობებს..ბოლობოლო რა ხდება

11:55 | 25.08.2016
federer (17) (11836)

ქართული სამწარეულო გვღუპავს მეგობარო
ერთ ხარს რო შეჭამ მერე წონა უნდა დაიკლო და წონის კლება ენერგიიდან გცლის და ეგ პრობლემაა ჩვენთან

10:38 | 22.08.2016
toshihiko (1200)

აზერბაიჯანმა ტაეკვანდოში აიღო ოქრო და ისიც ნატურალიზებული დაღესტნელით. და საინტერესოა ჩვენ რაზე არ გვყავს ტაეკვანდოში მონაწილე, ხომ შეგვიძლია აქ გავქაჩოთ კარატისტები მაგრები გვყავს და კარატეს და ტაეკვანდოს შორის რა იმხელა განსხვავებაა

21:56 | 22.08.2016
tem090 (9)

შეგვიძლია თავისუფლად ტაეკვანდოში, მეგობარი მყავს გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მიდიოდა და წასვლამდე 2 დღით ადრე უთხრეს, რომ ვერ აფინანსებდა ფედერაცია, ვერც რაიონის გამგეობამ გამონახა 900 ევრო რო დაეფინანსებინათ, გული აუვრდება კაცს ასეთს რო ნახავს სპორტში.

11:56 | 22.08.2016
mindia (2249)

ფულს არავინ არ იმეტებს. კრივი მოკვდა, ძალოსნობაც შენარჩუნდა იმით რომ ენტუზიაზმი გამოავლინა ასანიძემ და კახიაშვილმა თორე იქაც ფინანსური პრობლემებია როგორც ვხვდები.

08:05 | 22.08.2016
dinamo222 (3594)

მერე რატო არ იყო მზად ?? თქვენ რის მაქქნისები ხართ? ან რა ხდება ფედერაციასი არ უნდა იკითხოთ ? ისევ ნაცნობ მეგობარ ნათესაობით რომ ხდება მოჭიდავეების წაყვანა დიდ შეჯიბრებზე ვერ ხედავთ ?? ჭიდაობები წლიდან წლამდე უკან რომ მიდის ვისი ბრალია ??ეს ერთადერთი კინკილა ოქროც მთლიანად ლადოს დამსახურებაა (თავისი ვაჟკაცობის და ტალანტის გამო მოიგო!)დრო ხომ არ მოვიდა მთლიანად შეცვალოთ სამივე სახეობის ფედერაციები და მწვრთნელები !!@@@@

10:35 | 22.08.2016
toshihiko (1200)

ეგრეა ასპროცენტიანი ხარ, ფედერაციის პრეზიდენტიდან დაწყებული დამლაგებლით დამთავრებული ყველა გასაყრელია

01:14 | 22.08.2016
არჩილ სოხუმელი (2237)

აზერბაიჯანელებმა ოქრო რაში აიღეს? 17 მედალი აქვთ სულ და აქდან 1 ოქრო

02:42 | 22.08.2016
zaza1971 (302)

ტაიკვანდოში

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.101713