ფეხბურთი

18:21 | 17.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა ჯიღაური: "ქომაგთა მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია"

საქართველოს ჩემპიონი "დინამო" თბილისი ევროპა ლიგის პლეი-ოფში ხუთშაბათს ბერძნულ პაოკს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩის შესახებ ქართული გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა ისაუბრა. მისი თქმით, მეტოქე რომ ძლიერია, ყველამ კარგად იცის. ჩვენ კი აგრესიულად უნდა ვითამაშოთ თუ გვინდა, რომ წარმატებას მივაღწიოთო.

„ყველამ ვიცით, რომ პაოკი საბერძნეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ჩვენ შევისწავლეთ ეს გუნდი და ხვალ ბრძოლა გაჩაღდება მოედანზე. ყველა ფეხბურთელი მზად ვართ სათამაშოდ და მოვუწოდებ გულშემატკივრებს მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ, რადგან ეს ჩვენთვის, „დინამოსთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია. ხვალ კომპაქტურად და აგრესიულად უნდა ვითამაშოთ თუ გვინდა, რომ წარმატებას მივაღწიოთ“, - თქვა ჯიღაურმა.

შეგახსენებთ, "დინამოსა" და პაოკის მატჩი ხუთშაბათს "დინამო ზრენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11658