ფეხბურთი

12:00 | 15.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასი - შესარჩევი ეტაპი

15 აგვისტოს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართება. ერთმანეთს 2015-2016 წლების პირველი ლიგის IX-XIII ადგილებზე გასული 5 გუნდი და მეორე ლიგის სამი ზონის გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან.

წყვილი „ა“: სქური - იმერეთი წყვილი „ბ“: სულორი - რუსთავი წყვილი „გ“: ჭიათურა - მეშახტე წყვილი „დ“: გარდაბანი - მარკ სტარსი

შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებით გაირკვევა. უკვე ცნობილია მათი მეტოქეებიც. „ა“ წყვილის გამარჯვებული ბოლნისის „სიონს“ შეხვდება, „ბ“ წყვილის გამარჯვებული „ზუგდიდს“, „გ“ წყვილის ფოთის „კოლხეთს, „დ“ წყვილის კი, ზუგდიდის „ოდიშს“. შესარჩევი ეტაპის ყველა მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115646