ფეხბურთი

16:40 | 30.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს “შავი სია”

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინომ შავი სია შეადგინა. პორტუგალიელი სპეციალისტის გეგმებში შემდეგი ფეხბურთელები ვერ ჯდებიან: ბასტიან შვაინშტაიგერი, ადნან იანუზაი, ტიმ ფოსუ-მენსა, ანდრეას პერეირა, კემერონ ბორტვიჩ-ჯექსონი, ვილ კინი, ტაილერ ბლექკეტი, პადი მაკნეირი და ჯეიმს ვილსონი.

ყველაზე ზემოხსენებული ფეხბურთელი ჟოზემ პირველი გუნდიდან ახალგაზრდულ გუნდში გადაიყვანა. თავისთავად უცნაურია, რომ 32 წლის შვაინშტაიგერი ახალგაზრდებთან ერთად ითამაშებს, ამიტომაც, ადვილი სავარაუდოა, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მალე გუნდს საერთოდ შეიცვლის.

როგორც ინგლისური მედია იტყობინება, ბასტიან მწვანე შუქი აქვს ანთებული და არჩევანში შეზღუდული არაა, ხოლო კინი, ბლექვეტი და მაკნეირი სხვადასხვა გუნდებში იჯარით იქნებიან გასხვისებულნი.

რაც შეეხება ადნან იანუზაის – ბელგიელს შემოთავაზებები აქვს და ალბათ, ისიც დატოვებს “ოლდ ტრაფორდს”. “გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, იანუზაი შესაძლოა, “მილანში” ვიხილოთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113042