ფეხბურთი

16:12 | 30.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: „მსოფლიოში საუკეთესო შემადგენლობა გვყავს“

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი საკუთარი გუნდის შემადგენლობით ბედნიერია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე რაიმე ცვლილებები მოხდეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ „სამეფო კლუბი“ შესაძლოა როდრიგესმა და ისკომ დატოვოს, ხოლო თავად პოლ პოგბას შეძენისთვის იბრძვის, რომელიც კარიერის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაგრძელებასთან ძალიან ახლოსაა.

„ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო შემადგენლობა გვყავს, თუმცა, ამას დამტკიცება უნდა და ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობთ. 31 აგვისტომდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არიან ფეხბურთელები, რომლებმაც შესაძლოა დაგვტოვონ, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია. ბედნიერი ვარ იმ შემადგენლობის, რომელიც ჩემს განკარგულებაშია. ყველა მუშაობს და ცდილობს, რითაც მე, როგორც მწვრთნელი, რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. ჩემი მიზანია ამ გუნდის ნიჭი გავხსნა“ - თქვა ზიდანმა „ჩელსისთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზეა.

0.112676