ფეხბურთი

11:43 | 30.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაგრების "დინამომ" ხორვატიის ჩემპიონატში ვერ მოიგო

იშვიათად, რომ ზაგრების "დინამომ" ხორვატიის ჩემპიონატში საშინაო მატჩი ვერ მოიგოს. ამჯერად სწორედ ეს იშვიათობა მოხდა. თბილისის "დინამოს" საჩემპიონთალიგო მეტოქემ "სლავენ ბელუპოსთან" 1:1 ითამაშა.

ზაგრებელებმა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაუშვეს გოლი და აგებდნენ, თუმცა ერთ წუთში ბენკოვიჩმა გაათანაბრა.

"დინამოს" თავკაცმა ზლატკო კრანჩარმა რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა, რაც გასაგებიცაა: უფრო მნიშვნელოვანი მატჩი ელის 2 აგვისტოს, თბილისში.

თბილისელებთან პირველი გოლის ავტორი სუდანი განაცხადში არ იყო, მარკო როგმა მეორე ტაიმი ითამაშა. შემადგენლობა: ედუარდუ, მატეი (პავიჩიჩი 73), ბენკოვიჩი, შინდელფელდი, სოსა, ჟონასი (სტოიანოვიჩი 46), ანტოლიჩი, ჩორიჩი, ჰოჯიჩი, ფერნანდესი, ენრიკესი (როგი 46).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121559