ფეხბურთი

17:57 | 29.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყველა ბედნიერია: პოგბაც, “იუვეც”, “მანჩესტერიც” და რაც მთავარია, რაიოლა!..

როგორ ჩანს ყველაფერი დასრულდა – პოლ პოგბა დღეს “მანჩესტერ იუნატედის” ფეხბურთელი გახდება. როგორც ფრანგული გამოცემა “ეკიპი” იუწყება, “წითელმა ეშმაკებმა” ტურინის “იუვენტუსთან” და პოგბასთან ყველანაირ შეთანხმებას მიაღწიეს – 23 წლის ფრანგი ამაღამ ლოს ანჯელესში ჩავა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის, მერე კი კონტრაქტს გააფორმებს.

“იუვე” ფრანგ ფეხბურთელში 110 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თავად ფეხბურთელის გასამრჯელო წელიწადში 12 მილიონზე მეტი იქნება. რაც შეეხება პოგბას გაუმაძღარ აგენტ მინო რაიოლას, მას “იუნაიტედი” ცალკე 24 მილიონს გადაურიცხავს.

მოკლედ, 2016 წლის მთავარ სატრანფერო მოვლენას ბოლო მოეღო – პოგბა “ოლდ ტრაფორდზე” ბრუნდებდა, ხოლო ეს სიამოვნება ინგლისურ გრანდს ერთობ ძვირი დაუჯდა.

პოგბა “იუვენტუსში” სწორედ “მანჩესტერიდან” 2012 წლის ზაფხულში უფასოდ ჩაირიცხა და ტურინულ გრანდში თავი დიდებულად წარმოაჩინა. მის ანგარიშზე ტურინში 4 სკუდეტო, 3 იტალიის სუპერთასი, 2 იტალიის თასი და ერთი ჩემპიონთა ლიგის ვერცხლის მედალია – 178 თამაშში კი, 34 გოლი გაიტანა და 33 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.111184