ფეხბურთი

18:59 | 29.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” საპასუხო მატჩს ჩეხები იმსაჯებენ

უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას თბილისისა და ზაგრების “დინამოს” შორის ჩეხ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩის მთავარი არბიტრი 35 წლის მიროსლავ ზელინკა იქნება, ხოლო მას ასისტენტობას ონდრეი პელიკანი და იან პატაკი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციას კი, პაველ იულინეკი შეასრულებს.

სხვათა შორის ზელინკას აქამდე საქართველსო ეროვნული ნაკრების მატჩი აქვს ნამსაჯი – 2014 წლის 11 ოქტომბერს მან შოტლანდიაში იმსაჯა ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის თამაში, სადაც 0:1 დავმარცხდით. 2013 წლის 18 ნოემბერს კი, საქართველოსა და ჰოლანდიის 19-წლამდელთა შეხვედრა განსაჯა, რომელშიც ქართველმა ჭაბუკებმა 2:1 იმარჯვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110935