ფეხბურთი

2:05 | 29.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

2015 წლის საუკეთესო გოლის ავტორმა კარიერა დაასრულა... (+VIDEO)

ექვსი თვის წინ ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზი, რომლითაც ყოველწლიურად საუკეთესო გოლის ავტორი ჯილდოვდება, ბრაზილიელ ვენდელ ლირას გადაეცა. მაშინ ეს ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ კიდევ უფრო გასაკვირი გახლდათ გადაწყვეტილება, რომელიც ექვსი თვის შემდგომ სამხრეთამერიკელმა მიიღო – მან საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

არადა, ვენდელ ლირა მხოლოდ 27 წლისაა, მაგრამ როგორც თავად განაცხადა, ფეხბურთელობა აღარ სურს:

“ტელეფონი ჯერ კიდევ ჩართულია და აგენტები მიკავშირდებიან, მაგრამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი. ფეხბურთში ბევრი იმედგაცრუება ვნახე, აღარ მინდა ვიყო მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც იუთუბზე ბევრი მნახველი ჰყავს – მსურს ჩემს შესახებ საუბრობდნენ. ამიტომაც, ახლა ბევრი შრომა მომიწევს. მინდა მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე ფიფას ვიდეოთამაშებში”, - ასეთი განცხადება გააკეთა 2015 წლის საუკეთესო გოლის ავტორმა.

ვენდელ ლირას განსაკუთრებული კარიერა მართლაც არ ჰქონია – ბოლოს იგი ქვედალიგელ “ვილა ნოვაში” ირჯებოდა, ხოლო მანამდე “ტომბენსესა” და “გოიანესიაში” გამოდიოდა. სწორედ ამ უკანასკნელის მაისურით გაიტანა, მან გასული წლის საუკეთესო გოლი. ყველაზე სახელოვანი გუნდი, სადაც ლირას უთამაშია, “გოიასი” გახლავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125421