კალათბურთი

0:40 | 29.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ადამსი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს

ესპანური “ლაბორალ კუჩას” ყოფილი კალათბურთელი დარიუს ადამსი კარიერას ჩინურ “სინცზიანში” გააგრძელებს. ამერიკელი გამთამაშებელი ახალ კლუბში სეზონის განმავლობაში 1.5 მილიონ დოლარს მიიღებს.

ცნობისთვის, ადამსი “ლაბორალ კუჩაში” 2014 წლიდან ირიცხებოდა, გასულ სეზონში ევროლიგაში მისი საშუალო მაჩვენებლები კი 12.0 ქულა, 2.2 მოხსნა და 4.0 პასი გახლდათ.

0.119889