ფეხბურთი

0:31 | 28.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცხინვალის „ლიახვმა“ მზადება დაიწყო

საფეხბურთო კლუმა, ცხინვალის „ლიახვმა“ პირველი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. გუნდმა განახლებული შემადგენლობით, დღეს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა. „ლიახვის“ მთავარი მწვრთნელის მალხაზ ჟვანიას განცხადებით, გუნდი ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტდა:

„კლუბში ძირეული ცვლილებები განხორციელდა, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი დარჩა, გუნდი ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტდება. აღსანიშნავია, რომ კლუბს კვიპროსიდან დაბრუნებული რეზი ბარაბაძე შემოუერთდა. ჩემპიონატი 17 აგვისტოს იწყება, ჩვენ ყოველდღიურად ვივარჯიშებთ, რათა სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გუნდში საბრძოლო განწყობაა, ვცდილობთ, „ლიახვი“ კონკურეტუნარიანი და ანგარიშგასაწევი გუნდი იყოს. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით დავწინაურდეთ,“- განაცხადა მალხაზ ჟვანიამ.

ს.კ "ლიახვის" პრესსამსახური

თეგებილიახვი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107913