ფეხბურთი

21:19 | 24.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაგრებში მატჩს შოტლანდიელები იმსაჯებენ

26 ივლისს ზაგრების "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" მატჩს შოტლანდიელები იმსაჯებენ. მთავარი არბიტრი - 37 წლის ბობი მედენი.
მედენს არასოდეს უმსაჯია მატჩი თბილისის "დინამოს", ან სხვა ქართული კლუბების, ანაც საქართველოს ნაკრების მონაწილეობით. ზაგრების "დინამოს" მატჩს კი ერთხელ, 2013 წელს გაუძღვა სწორედ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. მაშინ ზაგრებელებმა ლუქსემბურგის "ფოლა ეშს" სტუმრად 5:0 მოუგეს.
მედენი შარშან თბილისში გახლდათ. ის მეოთხე მსაჯი იყო სუპერთასზე, "ბარსელონა"-"სევილიას" შეხვედრაში (5:4).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124086