ფეხბურთი

21:47 | 24.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დონარუმა საბერძნეთში ითამაშებს

“მილანის” გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად დარჩნენ, რადგან ბერძნულ “ასტერასში” არა ჯანლუიჯი დონარუმა, არამედ ანტონიო გადაბარგდა. ჯიჯიოს უფროსმა ძმამ, რომელიც 26 წლისაა, ბერძნულ გუნდს ბედი 3 წლით დაუკავშირა. აღნიშნულ ტრანსფერს, მისი აწ უკვე ყოფილი გუნდი “ჯენოა” ადასტურებს.

ანტონიო დონარუმა უკვე წლებია, რაც “ჯენოაში” ირჯებოდა, მაგრამ ძირითადად მესამე მეკარის სტატუსს სჯერდებოდა. ასე იყო შარშანაც, როცა პერინისა და ლამანას შემდეგ მესამე ნომრად ითვლებოდა.

უფროსი დონარუმა სხვადასხვა დროს “ბარის”, “გუბიოსა” და “პიაჩენცას” ღირსებებს იცავდა. როგორც ჩანს, იგი თავისი პატარა ძმასავით ნიჭიერი არ გამოდგა, თორემ ბერძნულ გუნდში ნამდვილად არ გადაბაგრდებოდა...

0.111172