ფეხბურთი

18:04 | 24.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო "სიტისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს

არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევი სერხიო აგუერო "მანჩესტერ სიტისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს. როგორც The Sun-ი იუწყება, სამხრეთამერიკელი ხელშეკრუებას ერთი წლით გაახანგრძლივებს და გუნდში 2020 წლის ივლისამდე დარჩება.

ხელფასის სახით არგენტინელი კვირაში 200 000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს. გამოცემის ცნობით, ახალი კონტრაქტი 2016/17 წლების სეზონის დაწყებამდე გაფორმდება.

აგუერო მანჩესტერელთა რიგებს 2011 წელს მადრიდის "ატლეტიკოდან" შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 208 მატჩში 136 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116998