კალათბურთი

17:30 | 24.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

საჩემპიონო თასით ხელდამშვენებული 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ანდორიდან დღეს ბრუნდება

საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა ანდორაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონი. ისევე როგორც ყველა მანამდელ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა დიდი უპირატესობით იმარჯვა ფინალში და დამსახურებული ჩემპიონი გახდა.

გარდა ჩემპიონობისა, ყველა ინდივიდუალური პრიზი ქართველებმა მოიპოვეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე - ეგრედ წოდებული MVP გახდა ნატალია ოთხმეზური, რომელმაც ანალოგიური ტიტული 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც მოიგო.

სამართლიანი თამაშის, ეგრედ წოდებული Fair Play-ის პრიზი საქართველოს ნაკრების წევრმა, ვიქტორია გეგეშიძემ დაისაკუთრა. ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში 2 ქართველი შევიდა – ნატალია ოთხმეზური და გვანცა ბოჭორიშვილი.

საქართველოს ნაკრების წევრებმა ფინალის მოგების შემდეგ ტრადიციული საჩემპიონო რიტუალი შეასრულეს და კალათს ბადე შემოაჭრეს. საქართველოს ნაკრების წევრები მოგებული თასითა და ინდივიდუალური პრიზებით ხელდამშვენებულები თბილისში დღეს, 22:45 საათზე, სტამბოლის რეისით ჩამოფრინდებიან.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132829