ფეხბურთი

12:25 | 24.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერმა" "სელტიკი" პენალტების სერიაში დაამარცხა (VIDEO)

ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა "ლესტერმა" "სელტიკი" ჩემპიონთა თასის მატჩში პენალტების სერიაში დაამარცხა. კლაუდიო რანიერის შეგირდები შოტლანდიელებთან მეორე ტაიმის დასაწყისში რიად მაჰრეზის გატანილი გოლის წყალობით იგებდნენ, თუმცა ბრენდან როჯერსის გუნდიდან თავი ეოგან ოკონელიმ გამოიჩინა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. თერთმეტმეტრიანები ზუსტად "მელიებმა" შეასრულეს. ერთი დარტყმა შმეიხელმა მოიგერია და "ლესტერმა" 6:5 იმარჯვა.

ტურნირზე მომდევნო შეხვედრას "სელტიკი" "ბარსელონასთან" 30 ივლისს გამართავს, ხოლო ერთი დღის შემდეგ პრემიერლიგის ჩემპიონი საფრანგეთის ლიგა 1-ის გამარჯვებულ პსჟ-ს დაუპირისპირდება.

0.114463