ფეხბურთი

19:41 | 23.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაგრების "დინამოს" ამბები

ზაგრების "დინამო" - თბილისის "დინამო": ხორვატიისა და საქართველოს ჩემპიონთა დაპირისპირებას ყველანი მოუთმენლად ველით. ზაგრებელთა თავკაცი ზლატკო კრანჩარი უკმაყოფილო დარჩა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თავისი გუნდის თამაშის ხარისხით.

აქვს კიდეც საბაბი: ხორვატიის ჩემპიონმა მაკედონიურ "ვარდარს" ძლივს მოუგო შინ და სტუმრადაც. შეიძლება ითქვას, იღბლის და ცოტა მსაჯის წახმარებითაც.

წავიდა გუნდის ლიდერი მარკო პიაცა და შესაძლოა, ამ ზაფხულს ნახევარმცველი მარკო როგიც გაიყიდოს. ყველაზე მეტად "ნაპოლი" და "ფიორენტინა" აქტიურობენ. თუმცა, როგი თბილისის "დინამოსთან" ითამაშებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ცუდად ვითამაშეთ, ერთ საღამოს არ ვწყვეტ ყველაფერს და შემადგენლობაში რადიკალურ ცვლილებებს მოვერიდები" - განაცხადა კრანჩარმა.

გუშინ კი, ზაგრების "დინამომ" მცველი მარკო ლეშკოვიჩი შეიძინა "რიეკადან". ლეშკოვიჩი 25 წლისაა და ხორვატიის ნაკრებში 3 მატჩიც ჩაატარა. მას საყრდენ ნახევარმცველად თამაშიც

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118188