ჩოგბურთი

16:40 | 23.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ფინალში შეცდომებმა დააღალატა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში პირველად ატპ-ს ტურნირის ფინალში გასვლა მოახერხა, ტიტულის მოგება კი ვეღარ შესძლო.

ავსტრიულ კიცბიუელში გამართული GENERALI OPEN-ის (საპრიზო ფონდი 520 070 ევრო) ფინალში ნიკოლოზი მე-4 ნომრად განთესილ იტალიელ პაოლო ლორენცის დაუპირისპირდა და 3:6, 4:6 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ აპენინელს შეტევაში განსაკუთრებული არაფერი უჩვენებია, დაცვაში კი ძალიან მაგრად “იდგა” და მეტოქის უზუსტობებს ელოდა. ნიკა სწორედ თავისმა შეცდომებმა დააღალატა, რომელიც საათსა და 23 წუთს გაგრძელებულ მატჩში ლამის ორმოცამდე მოუგროვდა.

კიცბიუელის ტურნირის ფინალში გასვლის წყალობით, ქართველმა ჩოგბურთელმა 150 სარეიტინგო ქულა შეიმატა და კლასიფიკაციაში წინსვლა ელის. ამჟამად, ბასილაშვილი მსოფლიოს 123-ე ჩოგანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10861