ფეხბურთი

17:07 | 23.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” სალიგო თამაშს შოტლანდიელი იმსაჯებს

უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ზაგრებისა და თბილისის “დინამოს” შორის შოტლანდიელი ბობი მადენი განსჯის. სქოთი 37 წლის არბიტრია, ხოლო მისი ასიტენტები თანამემამულეები დეივიდ მაქგიჩი და შონ კარი იქნებიან. რაც შეეხება მეოთხე მსაჯს – ბულგარელი ანდრეი მედინიცევი იქნება.

“დინამო” ზაგრებში პირველ მატჩს 26 ივლისს, ჩვენი დროით 22:45 საათზე ჩაატარებს. შეხვედრას სტადიონი “მაქსიმირი” უმასპინძლებს.

0.10819