ჭიდაობა

10:38 | 23.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

სამი ქართველის ევროდებიუტი

სტოკჰოლმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კადეტთა შორის, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შემდეგ ჩემპიონ-პრიზიორები გოგონებმაც გამოავლინეს. საქართველოს ნაკრები შვედეთში სამი სპორტსმენით ჩავიდა. მარიამ კარელიძე და გულიკო არუთინიანი ევროკონკურენციაში 40 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩაებნენ, ხოლო თამარ ხოჯაშვილი – 52 კილოგრამში.

კარელიძე შეჯიბრებას პირველი წრიდან გამოეთიშა, თურქ ჰავა საგლიმთან წაგებით (2:4). ერთადერთხელ გავიდა ხალიჩაზე არუთინიანიც – ლატვიელ ეკატერინა ერმალონოკასთან დამარცხდა.

თამარ ხოჯაშვილმა ევროპირველობა უკრაინელი კარინა ზამორსკას ძლევით (5:3) გახსნა. მერვედფინალში კი უნგრელ ერიკა ბოგნართან წააგო (0:11). მას შემდეგ, რაც ბოგნარმა ფინალის საგზური მოიპოვა, ქართველ მოჭიდავეს რეპეშაჟის გზა გაეხსნა, მაგრამ პირველსავე მეტოქესთან – პოლონელ Mაგდალენა Uრსულა გლოდეკთან დამარცხდა (5:10) და ევროდებიუტი მე-7 ადგილით დაასრულა.

დღეს და ხვალ შვედური ხალიჩები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკებს დაეთმობათ.

0.123437