ჭიდაობა

0:47 | 23.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბერძენ-რომაელთა” ნაკრების შემადგენლობა ოლიმპიადისთვის

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

გასაკვირი არ არის, რომ ნაკრების ხელმძღვანელობა ზუსტად იმ ფალავნებს დაეყრდნო, რომელთაც ოლიმპიური ლიცენზიები მოიპოვეს.

66 კგ – შმაგი ბოლქვაძე (ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი და მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში)

75 კგ – ზურაბ დათუნაშვილი (ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ლონდონის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, მე-7 ადგილი)

85 კგ – რობერტ კობლიაშვილი (ევროპის წლევანდელი ვერცხლის პრიზიორი)

98 კგ – რევაზ ნადარეიშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში)

130 კგ – იაკობ ქაჯაია (ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში და 23-წლამდელებს შორის)

24 ივლისს საქართველოს ნაკრები დასკვნით შეკრებაზე დუშეთსა და ბაზელეთში გაემგზავრება, რომელიც 2 აგვისტოს დასრულდება, 4 აგვისტოს კი ჩვენი გუნდი რიო-დე-ჟანეიროსკენ აიღებს გეზს.

პროგრამა. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

14 აგვისტო – 59 და 75 კგ

15 აგვისტო – 85 და 130 კგ

16 აგვისტო – 66 და 98 კგ

www.wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110816