ჩოგბურთი

16:34 | 22.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი კიცბიუელის ტურნირის ფინალშია! (+VIDEO)

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრიულ კიცბიუელში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 520 070 ევრო) ფინალში გააღწია. ეს, ნიკოლოზისთვის ისტორიული მიღწევაა, რადგანაც მას ATP-ს ეგიდით მიმდინარე შეჯიბრის მოგების შანსი პირველად ეძლევა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა პირველ რაუნდში მე-5 ნომრად განთესილი ჩეხი ლუკაშ როსოლი 6:4, 7:6 (7:4) დაამარცხა, შემდეგ ჰოლანდიელი იგორ სისლინგს 6:4, 4:6, 6:2 სძლია, მეოთხედფინალში ჩეხ ადამ პავლაშეკს 5:7, 7:6 (7:2), 6:3 მოუგო, ყველაზე იოლი ბრძოლა კი ნახევარფინალში ელოდა.

რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელი მე-6 რეიტინგის მქონე სერბი დუშან ლაიოვიჩი 6:3, 6:1 გაანადგურა, რისი წყალობითაც 150 სარეიტინგო ქულა და 43 430 ევრო დაიმსახურა.

ფინალში ნიკოლოზ მეტოქე ავსტრიელი იურგენ მელცერის და იტალიელი ფაბიო ლორენცის (მე-4 განთესვა) მატჩში ირკვევა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. ცნობისთვის, GENERALI OPEN-ის გამარჯვებული 250 ქულას და 82 450 ევროს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116497