თამაშგარე

10:50 | 22.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლარისას არც მარადონა დაიწუნებდა

პარაგვაელი მოდელი და მოცეკვავე – ლარისა რიკელმე ვის არ აუფორიაქებს სულს და აუშლის გრძნობებს... ლათინოამერიკელი ლამაზმანით სხვა მოკვდავების გარდა, “ფეხბურთის ღმერთი” – დიეგო არმანდო მარადონაც მოხიბლულა. როგორც გაირკვა, ლეგენდარული არგენტინელი, პარაგვაელ ლამაზმანს კარიერის შექმნაში ძალიან დაეხმარა და დიეგომ რიკელმესაგან საპასუხო “საჩუქარიც” რამდენჯერმე მიიღო.

მარადონას ლარისასათვის თვალი ჯერ კიდევ მაშინ დაუდგამს, როდესაც ამ ლამაზმანის შესახებ ასუნსეონშიც კი ძალიან ცოტა ვინმემ იცოდა. ეს დღე იყო და, დაიწყო ლარისა რიკელმეს წარმატებების სერიაც.

როგორც იცით, მარადონა თავის მეუღლეს – კლაუდიას (რომელიც პარალელურად სერხიო აგეროს სიდედრი გახლავთ) დაახლოებით 10 წლის წინ ოფიციალურად გაშორდა და ახლა თავს უფლება აძლევს, რომ გრძნობათა ჭიუხებში იმოგზაუროს. თუმცა, მარადონას ქალებისადმი სიყვარული იმდენად დაემსგავსა ლათნოამერიკული სერიალის შინაარსს, რომ ძნელია გაიგო სად მთავრდება ჭორი და სად იწყება სიმართლე.

0.130604