სხვა

14:22 | 21.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

68 რუსი მძლეოსანი ოლიმპიადიდან მოკვეთეს

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისა და 68 მძლეოსანის სარჩელი უარყო. შედეგად, რუს სპორტსმენებს რიო-დე-ჟანეიროში გასამართ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ.

ამ ინფორმაციას სასამართლოს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. მიზეზი ანტიდოპინგური წესების დარღვევაა და CAS-ი იყო ბოლო ინსტანცია, რომლის გადაწყვეტილებაზეც რუსი მძლეოსნების ბედი იყო დამოკიდებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112923