ავტოსპორტი

2:23 | 21.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი ერთ რბოლაზე ძრავის ორჯერ შეცვლას ამჯობინებს

ფორმულა 1-ის ძრავების რეგლამენტის შესაბამისად, გეგმიურზე მეტი აგრეგატის, ან მისი მსხვილი კომპონენტის გამოყენების შემთხვევაში, სტარტზე 10 ადგილით უკან სწევენ. ლუის ჰამილტონმა ავსტრიაში ამოწურა ტურბო კომპრესორის და თბური ენერგიის აღდგენის სისტემის ლიმიტები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სეზონის ბოლომდე, სულ ცოტა, ორჯერ მაინც მოუწევს ლიმიტის დარღვევა და ამის გამო, სტარტზე ადგილების დაკარგვა.

ამ ეფექტის შესამსუბუქებლად, ჰამილტონმა ორიგინალური ხერხი მოიფიქრა და „მერსედესს“ მის გამოყენებას ურჩევს. მისი თქმით, კარგი იქნბა, თუ რომელიმე უახლოეს ეტაპზე, ძრავს ორჯერ შეუცვლიან. ამგვარად, შეიქმნება ორი ძალური დანადგარის და მისი კომპონენტების მრაგი, რომლებსაც ბრიტანელი პილოტი ყოველგვარი დამატებითი ჯარიმის გარეშე გამოიყენებს.

მაგრამ ამ ხრიკს უარყოფითი მხარეც აქვს - თუ „მერსედესი“ ძრავის ახალ მოდიფიკაციას შეიმუშავებს, ამისთვის კი მის ხელთ 11 ტოკენია დარჩენილი, ორმაგი ცვლილების შემთხვევაში, მას ჰამილტონის მანქანაზე, ჯარიმის გარეშე ვეღარ დააყენებს. ამგვარად, ნიკო როსბერგი აშკარა უპირატესობას მიიღებს. თუ სამქიმიანები თავიანთი პილოტის ტაქტიკური ფანდის გამოყენებას დათანხმდებიან, ამას მხოლოდ ისეთ ტრეკზე თუ გააკეთებენ, სადაც გასწრება ადვილია. ეს ჰამილტონს მოწინავეთა შორის სწრაფად დაბრუნებაში დაეხმარება.

ასეთ ტრასებია სპა და მონცა, თუმცა ჰამილტონი არ აკონკრეტებს, სად ურჩევნია ძრავის ორმაგი ცვლილების გამოყენება. ჯერ ისიც უცნობია, დათანხმდება თუ არა ამაზე „მერსედესის“ ხელმძღვანელობა. როგორც ჩანს, უახლოესი ეტაპებისთვის ძრავის მოდიფიცირება არ იგეგმება და შესაძლოა, ჰამილტონმა აგრეგატის ორჯერ შეცვლა გერმანიაშივე არჩიოს. თავად ამობობს, რომ მონცა და სპა თავისი გეგმისთვის კარგი ტრასებია, თუმცა ის მათზე არ ფიქრობს. როგორც ჩანს, ჩანფიქრის განხორციელება ჰოკენჰაიმზე ურჩევნია. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ იქ ძალური დანადგარის რომელიმე ძირითადი კომპონენტის შეცვლა გარდაუვალი გახდება.

„მერსედეს მოტორშპორტის“ შეფი ტოტო ვოლფი იმედოვნებს, რომ ჰამილტონის გეგმის გამოყენება საჭირო არ გახდება. თუმცა ისიც მიაჩნია, რომ ამის დიდი ალბათობა არსებობს. „ჩვენი პირვანდელი გეგმა, ოთხი აგრეგატის გამოყენებას ითვალისწინებდა. ახლა უკვე ხუთზე ვფიქრობთ, მაგრამ თუ მეექვსე დაგვჭირდა, ეს უიღბლობა იქნება. ასეთი რამ მხოლოდ სეზონის ბოლოს შეიძლება მოხდეს. და ვფიქრობ, ეს სრულიად საკმრისი იქნება“, - ამბობს ვოლფი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119573