სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
სხვა

11:49 | 15.07.2016 | ნანახია 13733 - ჯერ

ორი ქართველი ფინალში

გუშინ თბილისში, ოლიმპიურ პარკში მდებარე მძლეოსნობის არენაზე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყო. 4-დღიანი შეჯიბრების პირველი დღე ქართველი სპორტსმენებისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

ბირთვის კვრაში საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ბადრი ქიმაძე და გიორგი კეთილაძე ჩაერთნენ. ქიმაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი 17,59 მეტრით დაასრულა, 30 მძლეოსანს შორის 12 საუკეთესოში მოხვდა და ფინალის საგზური მოიპოვა. კეთილაძეის შედეგი კი 16,73 მეტრი იყო, რაც საკვალიფიკაციო ეტაპის გადასალახად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ბადრი ქიმაძის მსგავსად, საკვალიფიკაციო რაუნდი დაძლია უროს მტყორცნელმა დავით ოჩიგავამ. საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ 26 სპორტსმენი მონაწილეობდა, ფინალში კი 12 საუკეთესო გადიოდა. ოჩიგავამ ურო 67.85 მეტრზე ტყორცნა.

ბირთვის კვრასა და უროს ტყორცნაში ფინალები დღეს, 17:45 საათიდან დაიწყება.

იქამდე კი შეჯიბრებაში კიდევ სამი ქართველი მძლეოსანი ჩაერთვება: საბა სოსელია ჭოკით ხტომაში მიიღებს მონაწილეობას, დავით ლუკავა - 400 მეტრზე თარჯრბენში, ხოლო საბა ხვიჩავა - 2000 მეტრზე წინაღობებით სირბილში.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:06 | 16.07.2016
BEERTRANCE (91544)

რა ვქენით ფინალში

00:22 | 16.07.2016
ogafa (3828)

წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
0.107412