ძიუდო

10:21 | 13.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოგოჭურის სლოვაკური ვერცხლის ექსპერიმენტი

ქართველმა ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ბრატისლავაში გამართულ ევროპის თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტურნირზე საქართველოს ნაკრების ერთადერთმა წარმომადგენელმა მშობლიურ წონით კატეგორიაზე ერთი წონით მაღლა - 100 კილოგრამში იჭიდავა და პოლონელი პატრიკ ბრონიეკის, იტალიელი მატია რივასა და უკრაინელი სემენ რაკიტას იპონ-იპონ ძლევის შემდეგ, ფინალში გერმანელ დინო პფეიფერს უნდა დასჭიდებოდა, მაგრამ ტატამზე მცირე ტრავმის გამო აღარ გავიდა.

ზვიად გოგოჭური საქართველოს ეროვნული ნაკრების გარდა პარაოლიმპიური ნაკრების წევრიცაა და სექტემბერში, რიო დე ჟანეიროში გასამართ პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის ისტორიული ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება.

0.132952