ფეხბურთი

23:25 | 1.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რეგიონთა თასი” გრძელდება

მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება „რეგიონთა თასის“ გათამაშება. 1 ივლისს, 1/8 ფინალის კიდევ ერთი თამაში გაიმართა. ტურნირის ფარგლებში ერთმანეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის 13 - წლამდე ფეხბურთელთა გუნდები თბილისში, ამერის სტადიონზე დაუპირისპირდნენ. მატჩი აფხაზეთის გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა.

1/8 ფინალის მომდევნო შეხვედრა ხვალ, 2 ივლისს, 18:30 ქ.რუსთავის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს კახეთისა და ქვემო ქართლის 13 -წლამდელთა გუნდები დაუპირისპირდებიან. „რეგიონთა თასი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 13-წლამდე მოზარდთა შორის ტარდება და მასში ბავშვთა 16 გუნდი მონაწილეობს.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116548