კალათბურთი

18:53 | 1.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

დეროზანი “ტორონტოში” რჩება

“ტორონტო რაპტორსის” ლიდერი დემარ დეროზანმა გუნდთან ახალი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, აღნიშნულ ინფორმაციას Yahoo ავრცელებს. წყაროს ცნობით, დეროზანი 5 წელში 139 მილიონ დოლარზე ნაკლებს არ მიიღებს.

დეროზანი “ტორონტოში” 2009 წლიდან თამაშობდა. 26 წლის კალათბურთელი “ოლ სტარის” ორგზის მონაწილეა (2014, 2016).

განვლილი სეზონში დეროზანი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 23.5 ქულას, 4.5 მოხსნას და 4 პასს აკეთებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113804