ავტოსპორტი

12:22 | 1.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის გრან პრი – ისტორიული რბოლა ისტორიულ ადგილას

კვირას, 3 ივლისს, 12 საათიდან თბილისის ცენტრში, ვაკე–საბურთალოს გზაზე გაიმართება ისტორიული საავტომობილო შეჯიბრი, რომელიც სტარტს ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოციან წლებში (1966 წელი) იღებს და წელს მას 50 წელი უსრულდება.

50 წლის შემდეგ, ამ ადგილას ისევ ახმაურდება სპორტული ავტომობილების ძრავები. გამარჯვებისთვის იბრძოლებს ორმოცამდე ავტომობილი. (BMW compact, Honda Civic) პროფესიონალი მრბოლელები საოცარ სანახაობას შემოგვთავაზებენ პრესტიჟული თასის მოსაპოვებლად, რომელიც ტრადიციული გახდება მომავალ წლებში.

შესვენებების დროს გულშემატკივარი ნახავს სხვადასხვა ტიპის ავტო–მოტო სანახაობას – დრიფტი, მოტო–სტანტი, ოფ–როუდ ავტომობილების გამოფენა)

შეჯიბრი ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით.

ღონისძიების გენერალური სპონსორი: „თეგეტა მოტორსი“

ღონისძიების ოქროს სპონსორი: „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“

ღონისძიების პარტნიორები: „creditOn.ge“, „პიტ–სტოპ მოტო“.

საინფორმაციო მხარდამჭერები: რუსთავი 2; რადიო ჯაკო

ორგანიზატორი თბილისის ავტოკლუბი.

მევლუდ მელაძე, შეჯიბრის ორგანიზატორი: „მიხარია, რომ ჩვენ ამ თითქოს შეუსრულებელ იდეას, თბილისის მერიაში მხარდამჭერები გამოუჩნდა და რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად შეგვიძლია რომ ისტორიული რბოლა თბილისის ცენტრში აღვადგინოთ. დიდი მადლობა საპატრულო პოლიციას, რომელიც გვეხმარება გზის გადაკეტვაში და უხერხულობისთვის ბოდიშს ვუხდი მოქალაქეებს. გზა დაიკეტება 3 ივლისს 07:00–დან 14:00 საათამდე. მადლობა გვერდში დგომისთვის მეგობარ კომპანიებს, რომლებმაც რეალური გახადეს ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარება, უამრავი პრიზი დააწესეს მონაწილეებისთვის და გასართობები მაყურებლებისთვის. გელოდებით, 3 ივლისს, 12 საათიდან.“

დასწრება თავისუფალია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114309