ჩოგბურთი

12:30 | 1.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

უიმბლდონზე სენსაცია დაფიქსირდა

მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელი ესპანელი გარბინე მუგურუზა “უიმბლდონის” 1/32-ფინალში რეიტინგის 124-ე ნომერთან სლოვაკ იანა ცეპელოვასთან მოულოდნელად უშანსოდ 3:6, 2:6 დამარცხდა.

ცეპელოვამ 4 შესაძლებლობიდან ოთხი ბრეიკი გააკეთა. გარბინეს 22 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ხოლო სლოვაკს მხოლოდ 12.

მატჩის შემდეგ ესპანელმა მცირე კომენტარი გააკეთა: “დღეს კორტზე ძალა არ მეყო. ფიზიკურად თავს ცუდად ვგრძნობდი. ჩემმა ოპონენტმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა, მას ყველაფერი გამოსდიოდა, - არ გამიმართლა”.

0.110702