თამაშგარე

10:24 | 1.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანტონელა როკუზო: “დაანებთ ჩემს ქმარს თავი”

არგენტინის ნაკრების კოპა ამერიკის გათამაშებაში თავსდატეხილი მორიგი ფიასკო ბოლო დღეებია მთელი საფეხბურთო და არამხოლოდ საფეხბურთო საზოგადოების განხილვის საგნად იქცა. ჩილესთან წაგებული ფინალის ერთ-ერთ მიზეზად მავანნი, ლეო მესის ინერტულობას ასახელებენ და სწორედ ამიტომაც დაჰკრა მესიმ ფეხი და ნაკრებიდან წავიდა.

მესის ბოლოდროინელ ამბებს რა თქმა უნდა გულდარდიანად შესცქერის მისი ცოლი, ანტონელა როკუზო, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად, ფეხბურთელი ქმრის დიდი ქომაგიცაა და სწორედ ამიტომ, ანტონელა ძალიანაა გაბრაზებული ქმრის მოკრიტიკეებზე და იძახის - ვინც ლეოზე ცუდი თქვას, იმის კუბო კი დავიდგიო.

”არ მესმის რატომ ბრალდება ყველა მარცხი ლეოს. ჩემი ქმარიც ჩვეულებრივი ადამიანია და თამაში შეიძლება მასაც არ გამოუვიდეს. პასუხის ღირსებიც კი არ არიან ის ადამიანები, რომლებიც ლაიონელს არგენტინის მარცხს აბრალებენ. მე უბრალოდ ვაიგნორებ მათ!” – განაცხადა კოპებშეკრულმა ანტონელამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12218