სხვა

0:07 | 1.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული სამეული სამეულს მიღმა

თბილისი 2015-ის ტანვარჯიშის დარბაზში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძალოსნობაში, დღეს გოგონებსა და ვაჟებში მედლების თითო კომპლექტი გათამაშდა. ფიცარნაგზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამი წევრიც გავიდა, მაგრამ წინა დღეების მსგავსად, პოდიუმ ამჯერადაც ქართველთა გარეშე შეივსო.

ვაჟებში 94 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 18 წლის ირაკლი ჩხეიძემ 150-კილოგრამიანი შტანგა აიტაცა, 186 კილოგრამი აჰკრა და ორჭიდის ჯამში დაგროვილი 336 კილოგრამით მე-5 ადგილი დაიკავა. ამავე წონაში, ირაკლი ჯალაღონია B ჯგუფში გამოვიდა, სადაც 310 (137+173) კილოგრამით მე-4 შედეგი აჩვენა. A ჯგუფის საბოლოო ცხრილის გათვალისწინებით კი მე-11 ადგილზე გავიდა.

გოგონებში 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეივსო საპრიზო სამეული. სოფიო მუქათარიძემ კი მე-13 ადგილი დაიკავა 144 (64+80) კილოგრამით.

ხვალ მედლები გოგონებში 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება, ხოლო ვაჟებში – 105 კილოგრამში. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ფიცარნაგზე გიორგი ჩხეიძე, დავით ხეცურიანი (ორივე 105 კგ) და თეონა ჟიჟიაშვილი (75 კგ) გავლენ.

ძალოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი. ახალგაზრდები. თბილისი. 30 ივნისი

ქალები

69 კგ

1 ნეისი პატრისია ბარერა (ეკვადორი) 230 კგ (105+125)

2 ჯენიფერ მიშელ იგლესიასი (მექსიკა) 219 კგ (95+124)

3 ალიონა შევკოპლიასი (უკრაინა) 218 კგ (98+120)

13 სოფიო მუქათარიძე 144 კგ (64+80)

ვაჟები

94 კგ

1 ფარხოდბეკ სობიროვი (უზბეკეთი) 373 კგ (170+203)

2 ლესმან პარედეს მონტანო (კოლუმბია) 372 კგ (172+200)

3 რეზა ბეირალვანდი (ირანი) 362 კგ (161+201)

5 ირაკლი ჩხეიძე 336 კგ (150+186)

11 ირაკლი ჯალაღონია 310 კგ (137+173)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.317466