ფეხბურთი

23:18 | 29.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ფრუიძე: “მინიმუმ ერთი გოლის გატანა გვმართებს”

30 ივნისს, 21:00 საათზე (თბილისის დროით) კიშინიოვში “ზიმბრუ”-”ჩიხურას” ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი დაიწყება. საჩხერელთა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საინტერესო თამაშს ელის, რადგან თანაბარი დონის გუნდების დაპირისპირება იქნება.

“სიურპრიზები? რთულია თქმა, თუ როგორი შედეგით დასრულდება მატჩი, მაგრამ მინიმუმ ერთი გოლის გატანა გვმართებს. მოლდოვაში ადრე მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებთან არ მისაუბრია, რადგან თანამედროვე მსოფლიოში ბევრი სხვა მეთოდიც არსებობს, რათა მეტოქეზე ინფორმაცია მიიღო. ვიცით, რომ “ზიმბრუს” ჰყავს ახალი მოთამაშეები, ისევე როგორც ჩვენ. და მეტოქის ფეხბურთელებზე ინფორმაცია მოვიპოვეთ”.
ფრუიძეს ჰკითხეს, თამაშის დროს რომ იწვიმოს, პრობლემა არ შეგექმნებათო?..
“ავსტრიაში, სადაც შეკრება გავიარეთ, მუდმივად წვიმა იყო, ასე რომ მზად ვართ”.
დინო ჰამზიჩი (“ჩიხურას” ბოსნიელი მეკარე): “ავსტრიულ შეკრებაზე კარგად მოვემზადეთ და ხარისხიანი ფეხბურთიც ვითამაშეთ ამხანაგურ მატჩებში. იმედი მაქვს, “ზიმბრუსთან” მნიშვნელოვან შეხვედრასაც კარგად ჩავატარებთ. მოლდოვურ ფეხბურთზე ბევრი არ ვიცი, მაგრამ “შერიფში” ორი ბოსნიელი მეგობარი მყავს და მათ ვესაუბრე. მითხრეს, რომ “ზიმბრუ” კარგი გუნდია და ტექნიკურ, ასევე აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111202