ფეხბურთი

19:12 | 29.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკომ” პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა

პოლონეთის ნაკრებისა და იტალიური “ტორინოს” ცენტრალური მცველი კამილ გლიკი ფრანგულ “მონაკოში” გადადის. ამის შესახებ პოლონურ მედიას 28 წლის ფეხბურთელმა თავად განუცხადა.

“შემოთავაზება “ბეშიქთაშიდანაც” მქონდა, მაგრამ “მონაკო” ვარჩიე, რადგან ევროტურნირებზე სტაბილურად, ყოველ წელს თამაშობს და აქ შანსი მექნება ტიტულების მოგებისთვისაც ვიბრძოლო. ასე ყველა კმაყოფილი დავრჩით”, - თქვა გლიკმა.

კამილ გლიკი ამჟამად ევროპის ჩემპიონატზე თავისი ქვეყნის ნაკრებში ასპარეზობს, ხოლო “ტორინოში” 2011 წლიდან მოყოლებული ირცხებოდა და ტურინული გუნდის შეუცვლელი ფიგურაც იყო. ბოლო სამი სეზონი იგი გუნდს კაპიტნობდა კიდეც.

როგორც იტალიური მედია წერს, “მონაკოს” პოლონელის შეძენა 11 მილიონი ევრო დაუჯდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105694