ძიუდო

10:55 | 29.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ძიუდოისტებმა უსაფრთხოდ იმგზავრეს

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო პრობლემა საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებსაც შეექმნა, რომელიც გუშინ, თურქეთის გავლით ფინეთში გაემგზავრა, ევროპის ჩემპიონატზე. ქართული დელეგაცია სწორედ სტამბოლში უნდა ჩასულიყო, მაგრამ მომხდარის გამო თვითმფრინავი ანკარაში დაჯდა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ცნობით, ქართველი ძიუდოისტები უსაფრთხოდ არიან.

ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატი ფინეთის ქალაქ ვანტააში 1-3 ივლისს გაიმართება.

0.114647