კალათბურთი

1:56 | 29.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძე “მორაბანკ ანდორაში” ითამაშებს!

საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ “მორაბანკ ანდორაში” გააგრძელებს, სადაც გიორგი შერმადინის თანაგუნდელი გახდება. ანდორელთა ოფიციალურმა ვებ-გვერდმა უკვე გაავრცელა ცნობა, რომ ბურჯანაძესთან ორწლიანი კონტრაქტი იქნა გაფორმებული.

ბექამ ესპანეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი კლუბის ხელმძღვანელთა ყურადღება რანგით მე-2 ლიგაში წარმატებული თამაშის წყალობით მიიპყრო. ქართველი ფორვარდი ბოლო 2 წლის განმავლობაში “ლეიმა ბასკეტ კორუნას” ღირსებას იცავდა, გასულ სეზონში კი მისი საშუალო მაჩვენებელი 16.4 ქულა და 6.9 მოხსნა გახლდათ.

“ბურჯანაძე სწრაფად პროგრესირებადი მოთამაშეა და ვფიქრობ, ის დიდ სარგებელს მოგვიტანს. ბექა უნივერსალური კალათბურთელია და სამქულიანებსაც კარგად ესვრის”, - განაცხადა ანდორელთა სპორტულმა დირექტორმა ფრანსესკ სოლანამ.

ამგვარად, ბურჯანაძე მე-7 კალათბურთელი გახდა, რომელთანაც “მორაბანკ ანდორამ” მომავალი სეზონისთვის კონტრაქტი გააფორმა. მანამდე, ამ კლუბში თამაშზე შერმადინი, ალბისი, ნავარო, კოლომი, ბეტო და ვოიდან სტოიანოვსკი დათანხმდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110474