ფეხბურთი

17:53 | 28.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში: “ჩემპიონთა ლიგა “იუვეში” უნდა მოვიგო”

ტურინის “იუვენტუსმა” ბრაზილიელი დანი ალვეში მედიას წარუდგინა. სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა “იუვენტუსში” მოხვედრით კმაყოფილება გამოთქვა და დაამატა, რომ ტურინში ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველაზე მეტად უნდა.

“ნამდვილად საამაყოა ასეთ გუნდში მოხვედრა. “იუვე” ძალიან მომწონს, რადგან დიდი ფეხბურთელების გვერდით მომიწევს თამაში. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და მინდა ამის გაკეთებაში ჩემი წვლილიც შევიტანო. იტალიაში “იუვენტუსი” უკვე წლებია რაც დომინირებს, მაგრამ ევროპაში გამარჯვებას ახლა უნდა მივაღწიოთ. არ ვიცი, რა აკლდებოდა აქამდე “ბებერ ქალბატონს” ლიგის მოსაგებად, თუმცა ამის დრო მოვიდა.

23 ნომერი ლებრონ ჯეიმსის პატივსაცემად ავიღე. “ბარსელონას” კი, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, მაგრამ დასასრული ყველაფერს აქვს. ვარჩიე, რომ წერტილი მანამდე დამესვა, სანამ ამას “ბარსა” გააკეთებდა”, - აღნიშნა დანი ალვეშმა.

33 წლის განაპირა მცველი “იუვენტუსში” 2018 წლის 30 ივნისამდე დარჩება, თუმცა სურვილის შემთხვევაში ხელშეკრულება ერთი წლით გახანგრძლივდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112157