ფეხბურთი

20:46 | 25.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს 1978 წლის ფინალი (VIDEO)

1978 წლის 25 ივნისს მსოფლიოს მეთერთმეტე საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა. გადამწყვეტ შეხვედრაში ტურნირის მასპინძელმა არგენტინელებმა დამატებით დროში ჰოლანდიის ნაკრები 3:1 დაამარცხეს (ძირითადი დრო 1:1 დასრულდა). გოლები კემპესმა (2), ბერტონიმ (ორივე არგენტინა) და ნანინგამ (ჰოლანდია) გაიტანეს. ბუენოს აირესში, “რივერ პლეიტის” სტადიონზე მატჩს 77 ათასი მაყურებელი დაესწრო.

არგენტინა: ფილოლი, ტარანტინი, ოლგინი, პასარელა, გალვანი, გალიეგო, არდილესი (ლაროსა), ბერტონი, კემპესი, ლუკე, ორტისი (ჰაუსმანი).

ჰოლანდია: იონგბლადი, იანსენი (სურბიერი), კროლი, ბრანდტსი, პოორტვლიტი, ნეესკენსი, ჰანსი, ვილი ვან დერ კერკჰოფი, რეპი (ნანინგა), რენე ვან დერ კერკჰოფი, რენსენბრინკი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.153126