რაგბი

23:35 | 24.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ნიჟარაძე მსოფლიო რაგბის საბჭოს შეხვედრას დაესწრება

2016 წლის 16 ნოემბერს ლონდონში მსოფლიო რაგბის საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც წელს პირველად დაესწრება საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენელი.

რაგბის კავშირის უფროსი მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, გიორგი ნიჟარაძე უკვე ოფიციალურად დასახელდა მსოფლიო რაგბის საბჭოს წევრად.

საქართველოს რაგბის კავშირს უკვე ჰყავს წარმომადგენელი მსოფლიო რაგბის საბჭოში, რაც მომავალში საერთაშორისო ურთიერთობების უფრო მეტად გამყარებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს რაგბის კავშირის სახელით ვულოცავთ გიორგი ნიჟარაძეს ამ მიღწევას და წარმატებებს ვუსურვებთ საერთაშორისო ასპარეზზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122288