ფეხბურთი

21:05 | 24.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერმა ვარდის წარმატება უსურვა

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ლესტერის" თავდამსხმელ ჯეიმი ვარდის წარმატება უსურვა. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, "მელიების" ერთ-ერთმა ლიდერმა "მეთოფეების" რიგებში გადასვლა იუარა და კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

"ჩვენ ფეხბურთელით დაინტერესებულები ვიყავით და მეტი არაფერი. მან გადაწყვიტა "ლესტერში" დარჩენა და წარმატებას ვუსურვებ. "მელიებმა" ვარდი "ფლიტვუდიდან" დაიმატა და ახლა იგი წარმატებული მოთამაშეა. ჯეიმი 29 წლისაა, მან კლუბი არ დატოვა და მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ." - ციტირებს guardian-ი ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს.

ვარდი "ლესტერში" გადასვლამდე ინგლისის რიგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობდა. გასულ სეზონში კი ჯეიმიმ "მელიებთან" ერთად პრემიერლიგის მოგება მოახერხა.

0.108757