ფეხბურთი

22:00 | 24.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია კოპა ამერიკის ფინალს გამოტოვებს

არგენტინის ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს შემტევი ანხელ დი მარია კოპა ამერიკის ფინალს ტრავმის გამო გამოტოვებს. როგორც goal.com-ი იუწყება, ფეხბურთელმა 23 ივნისს ვარჯიში განაახლდა, თუმცა დისკომფორტი იგრძნო და კვლავ სარეაბილიტაციო პერიოდი სჭირდება.

დი მარიამ ტრავმა პანამასთან მოგებულ (5:0) შეხვედრაში მიიღო. ფეხბურთელი არგენტინის გუნდთან ერთად იმყოფება და 27 ივნისს გასამართი ფინალის შემდეგ საფრანგეთში გაფრინდება, სადაც ტრავმას ბოლომდე მოიშუშებს და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113206