სხვა

19:44 | 24.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020: იტალია, ლუქსემბურგი, საქართველო

ვენაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფისში გაიმართა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი ეტაპის წილისყრა. საქართველოს ვაჟთა ეროვნულ ნაკრებს მეტოქეებად შეხვდა იტალია და ლუქსემბურგი. კვალიფიკაციის დასკვნით, მეორე ეტაპზე გადის მხოლოდ გამარჯვებული.

შეჯიბრება ორ წრედ, მიმოსვლით გაიმართება. სათამაშო დღეებია: 2016 წლის 2-6 ნოემბერი, 2017 წლის 4-8 და 11-15 იანვარი. სამი ჯგუფის თითო გამარჯვებული გავა მეორე ეტაპზე, სადაც გათამაშდება კიდეც ფინალური ტურნირის 20 საგზური. 2-3 ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ დამატებით შანსს და გავლენ 2017 წლის ჩელენჯ ტროფიზე, რომლის გამარჯვებული ასევე ითამაშებს კვალიფიკაციის მეორე ეტაპზე.

ევროპის ხელბურთის ფედერაციამ ევროპის კაცთა ჩემპიონატების ფორმატი 2014 წელს შეცვალა. 2020 წლიდან ფინალურ ტურნირზე უკვე 24 ნაკრები ითამაშებს. ცნობილია სამი მასპინძელიც - შვედეთი, ნორვეგია და ავსტრია. ეს სამი ქვეყანა, 2018 წლის ევროპის ჩემპიონთან ერთად, შესარჩევი ტურნირიდან თავისუფალია. დანარჩენი 20 ადგილი კი განაწილდება შესარჩევ ტურნირში.

რეიტინგის მოწინავე 27 ქვეყანა პირდაპირაა დაშვებული კვალიფიკაციის მეორე რაუნდში. მათ დაემატებიან პირველი რაუნდის 3 გამარჯვებული და ჩელენჯ ტროფის ჩემპიონი. მეორე ეტაპი 2018-19 წლებში გაიმართება. შეიქმნება 8 ჯგუფი. ფინალურ ეტაპზე გავა 2-2 გამარჯვებული და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი.

ფინალური ტურნირის 24 გუნდამდე გაზრდის გამო შერჩევის ფორმატი შედარებით იოლია. პირველი ეტაპის გამარჯვებულთვის გაუქმებულია დამატებითი რაუნდი, პლეიოფი და მეორე-მესამე ადგილზე დარჩენილი გუნდებიც დამატებით შანსს იღებენ ჩელენჯ-ტროფის სახით.

2017 წლის ჩელენჯ-ტროფიზე ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 9 ქვეყანა: ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, გიბრალტარი, ირლანდია, ბრიტანეთი, მოლდოვა, მალტა. მათ დაემატება 6 ხელმოცარული ნაკრები პირველი ეტაპიდან.

ხელბურთი. ევრო 2020, კაცები

პირველი შესარჩევი ეტაპი. ნოემბერი 2016 - იანვარი 2017

3 ჯგუფი: იტალია, ლუქსემბურგი, საქართველო

2 ჯგუფი: თურქეთი, ესტონეთი, კოსოვო

1 ჯგუფი: საბერძნეთი, კვიპროსი, ფარერები

თითო გამარჯვებული გადის მეორე ეტაპზე.

დანარჩენი 6 გუნდი მეორე შანსს მიიღებს ჩელენჯ ტროფიზე, 2017 წლის ივნისში.

მეორე ეტაპი: ნოემბერი 2018-ივნისი 2019. გათამაშდება ფინალური ტურნირის 20 საგზური. პირდაპირ დაშვებულები არიან: დანია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია, ისლანდია, რუსეთი, მაკედონია, ბელარუსი, სერბეთი, მონტენეგრო, ბოსნია, შვეიცარია, პორტუგალია, რუმინეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ლატვია, სლოვაკეთი, ლიტვა, ბელგია, ფინეთი, ისრაელი.

ფინალური ეტაპი: 2020 წლის იანვარი - შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია. მასპინძელთა გარდა პირდაპირ დაიშვება 2018 წლის ევროპის ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146745