ფეხბურთი

15:32 | 24.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყოველთვის ჩემს გულში დარჩები - მორატას ღია წერილი “იუვენტუსს”

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ფორვარდი ალვარო მორატა ყოფილ კლუბ “იუვენტუსს” ოფიციალურად გამოემშვიდობა. პირინელმა შემტევმა ღია წერილი მიუძღვნა “იუვეს” და მას აქვე გთავაზობთ:

“ჩემთვის ადვილი არაა ამ წერილის დაწერა – პირველ ყოვლისა მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მენდო, ვინც მომცა შანსი ტურინში ძალიან ბედნიერი წლები გამეტარებინა. მადლობა პრეზიდენტ ანდრეა ანიელის, პაველ ნედვედს, ჯონ ელკანს, ჯუზეპე მაროტას, მატეო ფაბრისს. განსაკუთრებით კი, ფაბიო პარატიჩსა და ხავიერ რიბალტას. მადლობა ყველას. მქონდა ბედნიერება მემუშავა ამ შესანიშნავ გარემოში და შესანიშნავ ხალხთან ერთად.

მადლობა რა თქმა უნდა, “იუვენტუსის” ყველა გულშემატკივარს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ისინი ყოველთვის მხარში მედგნენ. მადლობა მთავარ მწვრთნელს, რომელიც მენდობოდა, რომელიც დამეხმარა რომ გავზრდილიყავი, როგორც ფეხბურთელი. ტურინში წარმოუდგენელი პერიოდი გავატარე და მათთან ერთად გამარჯვება იყო დაუვიწყარი. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მეცვა “იუვენტუსის” მაისური და ამ გუნდში გავხდი ჩემპიონი. “იუვე” ყოველთვის ჩემს გულში დარჩება”, - დაწერა მორატამ ინსტაგრამზე.

შეგახსენებთ, მორატა “იუვენტუსში” 2014-2016 წლებში თამაშობდა და წარმატებითაც. სწორედ ამიტომაც, “რეალმა” მისი უკან დაბრუნება გადაწყვიტა და მოახერხა კიდეც. ახლა მორატა ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს და ჯგუფური ტურნირის მერე საუკეთესო ბომბარდირია გარეტ ბეილთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ ორშაბათს, მორატას დაპირისპირება აწ უკვე ძველ თანაგუნდელებთან მოუწევს. კერძოდ, ჯანლუიჯი ბუფონთან, ლეონარდო ბონუჩისთან, ანდრეა ბარძალისთან, ჯორჯო კიელინისთან, სტეფანო სტურაროსთან და სიმონე ძაძასთან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111854