ჭიდაობა

22:27 | 22.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენ-რომაელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, შარშანდელის მსგავსად, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა. რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ტურნირზე ზაზა სილაგაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა 6 მედალი და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (50), რამაზ ზოიძე (66) და ზვიად პატარიძე (120) გახდნენ, ვერცხლის მედლები ლევან ქავჟარაძემ (60) და გიორგი მელიამ (97) მოიპოვეს, ბრინჯაოს კი დავით ჩხარტიშვილი (55) დაეუფლა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა შარშანდელის მსგავსად ყველას აჯობა და 62 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე რუსეთი გავიდა 50 ქულით, მესამეზე აზერბაიჯანი 48 ქულით.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაზა სილაგაძე გახლდათ, უფროსი მწვთნელები – მუხრან მაჭუტაძე, ოთარ ფევაძე და გიორგი ჯინჭველაშვილი, ექიმი – ლევან ლინნიკი იყო, გუნდს კი მსაჯი მალხაზ ჯორბენაძე და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დიმიტრი გელაშვილიც ახლდნენ.

www.wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.151375