კალათბურთი

23:15 | 21.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი მომავალ სეზონშიც “მორაბანკ ანდორაში” ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ესპანურ “მორაბანკ ანდორასთან” კონტრაქტი 1 წლით გააგრძელა. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს და გიოს "შერმინატორადაც" მოიხსენიებს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის შერმადინი გასულ სეზონში საშუალოდ 13.1 ქულას და 6.0 მოხსნას აგროვებდა და ანდორელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გიორგი საჯარიმოებს 80%-იანი სიზუსტით ესროდა, ორქულიანებს კი – 62%-ით. გასაკვირი არ ყოფილა, რომ ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა აღნიშნულ სიახლეს დიდი სიხარულით შეხვდა.

“ჩვენთვის დიდებული ამბავია. გასულ სეზონში შერმადინი ჩინებულად გამოიყურებოდა და გუნდს დიდი სარგებელი მოუტანა. “ანდორაში” ყოფნით გიოც ძალიან ბედნიერია და თანამშრომლობის გაგრძელება სურს”, - აღნიშნა ანდორელთა სპორტულმა დირექტორმა ფრანსეს სოლოანამ.

ამ დროისთვის “მორაბანკ ანდორას” მომავალი სეზონისთვს კონტრაქტი ექვს კალათბურთელთან აქვს გაფორმებული. ესენი შერმადინი, ალბისი, კოლომი, ნავარო, ბეტო და ვოიდან სტოიანოვსკი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112281