ავტოსპორტი

0:58 | 19.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონს კატამ გადაურბინა

დღეს ბაქოში, ევროპის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე იყო იმის შანსი, რომ პოულ პოზიცია სერხიო პერესს მოეპოვებინა. ერთი მხრივ, ამაში ფორტუნა ეხმარებოდა - სესიის დასრულებას 2 წუთზე ცოტა მეტი აკლდა, როცა ლუის ჰამილტონი კედელს დაეჯახა (მსუბუქად). ამ დროს ცხრილის სათავეში სწორედ მექსიკელის გვარი ეწერა, მაგრამ სანამ სტიუარდები, რბოლის შეჩერების ნიშნად, წითელი შუქის ანთებას მოასწრებდნენ, ნიკო როსბერგმა მისი დრო გააუმჯობესა.

რბოლის განახლების შემდეგ, პერესის ჩამოტოვება დანიელ რიკიარდომ და სებასტიან ფეტელმაც სცადეს, თუმცა მხოლოდ მესამე (შესაბამისად) და მეოთხე დროებს დასჯერდნენ. და მაინც, სტარტზე მეორე და მესამე ადგილებს დაიკავებდნნ, რადგან პერესს მესამე პრაქტიკის დროს მცირე ავარია შეემთხვა და გადაცემათა კოლოფი დაუზიანდა, რომლის გამოცვლისთვისაც, სტარტზე ხუთი ადგილით უკან დადგება.
როსბერგმა თავის კარიერაში 25-ე კვალიფიკაცია მოიგო. თუმცა ამბობს, რომ ბაქოს ტრასაზე გასწრება რამდენიმე ადგილას არის შესაძლებელი, რაც საინტერესო და დაძაბულ რბოლას გვპირდება. გერმანელს რეალური შანსი აქვს იმისა, რომ კვლავ გაზარდოს ჰამილტონთან თავისი უპირატესობა, რომელიც კანადური რბოლის შემდეგ, 9 ქულამდე შემცირდა.
ჰამილტონმა განაცხადა, რომ მანქანა კარგად მუშაობდა, მაგრამ თავად იყო რიტმიდან ამოვარდნილი. მან ჯერ კიდევ სესიის პირველ ნაწილში დაუშვა შეცდომა, მერე კი კვლავ შეცდომების გამო, კვალიფიკაციის მესამე ნაწილში გადასვლა გაუჭირდა. მოგვიანებით განაცხადა, რომ ვერც ვერც აპექსებს გადიოდა სწორად და სამუხრუჭე ზონებსაც რამდენჯერმე გასცდა. მოკლედ, ეს მისი დღე არ იყო. იმიტომ ხომ არა, რომ ერთხელ გზაზე კატამ გადაურბინა?

ევროპის დიდი პრიზი
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:42.758
2. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:43.515
3. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:43.966
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:43.966
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:44.269
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:44.483
7. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:44.717
8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:45.246
9. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:45.570
10. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 2:01.954
- - - - - - - - - -
11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:44.755
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:44.824
13. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:45.000
14. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:45.270
15. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:45.349
16. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:46.048
- - - - - - - - - -
17. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:45.665
18. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:45.750
19. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:45.804
20. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:46.231
21. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:46.348
22. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:46.394

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.159642